პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთში, აფეთქების შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა

სომხეთში, დედაქალაქ ერევანთან ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებისგან ორი რეანიმაციაში იმყოფება, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
აფეთქება ერევან-სევანის გზის მე-2 კმ მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა და ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა. მის ლიკვიდაციაში 30-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი იყო ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი თხევადი აირის ბალონის აფეთქება იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.