არქივი12 ივნისი, 2024, 10:10
გუბერნატორი - ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა
ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ შებეკინოს MLRS-ის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს. საცხოვრებელ ბინაში ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, - წერს ბელგოროდის გუბერნატორი.
მისივე თქმით, ორი დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მესამეს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, დაბომბვის შედეგად, 6 კერძო სახლი და 11 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.