პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.
"სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2026 წლის 28 აპრილს ყარსში გაიმართა სომხეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გიუმრი-ყარსის რკინიგზის რეაბილიტაციისა და ამოქმედების საკითხზე" - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში.
ამასთან, სომხეთში აშშ-ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც "ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ."

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.