სომხეთსა და თურქეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართეს.
"სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, 2026 წლის 28 აპრილს ყარსში გაიმართა სომხეთ-თურქეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გიუმრი-ყარსის რკინიგზის რეაბილიტაციისა და ამოქმედების საკითხზე" - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს გიუმრი-ყარსის რკინიგზის რაც შეიძლება მალე ამოქმედების მნიშვნელობა რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოების კონტექსტში.
ამასთან, სომხეთში აშშ-ს საელჩომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეაფასა როგორც "ისტორიული პროგრესი მშვიდობიანი და განვითარებული სამხრეთ კავკასიისკენ."
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.