სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ტექსტში აღნიშნულია, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენისთვის ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარულ ღირებულებებზე დაყრდნობით და კეთილგანწყობის ნიშნად, აზერბაიჯანმა 32 სომეხი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.
თავის მხრივ, სომხეთმა, ამავე მოტივით, 2 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე გაუშვა. აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებას ჟოზეფ ბორელი გამოეხმაურა.
ევროკომისარის განცხადებით, ეს არის ისტორიული შანსი რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, რომლის ძალისხმევის მხარდასაჭერად ევროკავშირი მზადაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან