პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთი და აზერბაიჯანი ტყვეების გაცვლასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის აპარატმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, ისინი ტყვეების გაცვლასა და ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. განცხადების მიხედვით, ქვეყნები იზიარებენ აზრს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა მიეცათ.
"ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების გამოხატულების სახით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა 32 სომეხ სამხედრო პირს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, სომხრეთის რესპუბლიკა, ჰუმანიზმის პრინციპების ხელმძღვანელობით და კეთილი ნების სახით, 2 აზერბაიჯენლ სამხედრო პირს ათავისუფლებს" - ნათქვამია განცხადებაში.
მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანი და სომხეთი ქვეყნებს შორის ნდობის გამყარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.
"ორივე ქვეყანა კვლავ ადასტურებს თავის მიზანს, ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებასა და მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიოს". – წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.