ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარზე მისი პოზიციები დაბომბეს.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს სოფელ კუტის ტერიტორიაზე (გეღარქუნიქის პროვინცია) და სოფელ თეჰში (სიუნიქის პროვინცია),“- აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევა თებერვლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.