სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ გასულ ღამით მომხდარ სროლაში
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ ღამით სროლა იყო საერთო საზღვრის გასწვრივ განლაგებულ პოზიციებზე, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის პოზიციებს 6 აპრილის ღამით აზერბაიჯანის ძალებმა გაუხსნეს ცეცხლი, სომხეთი იუწყება აზერბაიჯანის სამხედრო მანქანების "აქტიურ გადაადგილებაზე".
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5 აპრილს, გვიან მისი მესაზღვრეები მოექცნენ საზღვარზე გახსნილ ცეცხლში, თუმცა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს. შეხვედრა გააკრიტიკა ბაქომ, რომელმაც დასავლეთის ძალები სომხეთის მხარის დაკავებაში დაადანაშაულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.