სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობები დატოვეს

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„ვადასტურებ, რომ მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, – აღნიშნა სარგსიანმა.
ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა, უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ, სასუნ ხაჩატრიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 14 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებას დაიწყებს. 18 ნოემბერს პრემიერმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნების ჯგუფს თანამდებობების დატოვება სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან