ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ბჟანიამ დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა.
თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანკვაბმაც.
„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე, გადავდგე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, 19 ნოემბერს ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.