პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
საუბარი შეეხო ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და იმ ფაქტს, რომ სომხეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე და სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა