„სოლიდარობა ნიჭიერ კოსტას... თუ რამე უთანხმოება იყო პროექტში, დიდი ხანია დავივიწყეთ...“ - გურამ შეროზია
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია, კოსტა სანიკიძეს, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, სოლიდარობას უცხადებს.
„სოლიდარობა ნიჭიერ კოსტას, თუ რამე უთანხმოება იყო პროექტში - დიდი ხანია დავივიწყეთ!
დამნაშავე უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ!
კოსტას კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ და მალე დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
ამ საუკუნეში, ამ დროს და ამ ქვეყანაში მსგავსი რამეები არ უნდა ხდებოდეს!!“, - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ პროექტის, „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.
სანიკიძეზე თავდამსხმელს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია...“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.