“ამაზე გიჟური და ამაზე ემოციური რამე უბრალოდ მე არ ვიცი” – ნიკა ქავთარაძე

ეს არის ამბავი, რომლის მოყოლაც ძალიან დიდი ხანია მინდა. რადგან ალბათ მართლა ყველაზე მაგარი ამბავია ჩემ კარიერაში. მეტიც ასეთი ამბავი არის ერთადერთი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის შოუბიზნესის ისტორიაში. ეს არის ამბავი, რომელიც ერთი წამით ამ პატარა ქვეყანას აქცევს დიდი გართობის ინდუსტრიის ქვეყნად. და როგორც ზემოთ დავწერე, ეს ამბავი ჩემ თავს მოხდა.
ქუთაისსში ჩელენტანოს ორეულის კონცერტი არის მიზეზი, რატომაც ამას ვიხსენებ.
2006 წელს, როცა იმედზე “N-SHOW -ნიკა ქავთარაძის შოუ” გადიოდა, გადაცემაში იყო ერთი რუბრიკა – განსაკუთრებული ადამიანების აღმოსაჩენად. შემდეგში “ნიჭიერი” რომ იყო, ზუსტად ეგეთი. ძალიან ბევრი სხვადასხვა ადამიანი აღმოუჩენია ამ რუბრიკას. ამაზე არ ვწერ ახხლა. ხოდა, ერთ გადაცემაში გვქონდა ორეულების თემაც. ხოდა ერთი კარგი ადამიანიც ვიპოვნეთ ასე. მინდია ხოდა, ეს შოუ (N-SHOW) და შესაბამისან მისი წამყვანი ნიკა ქავთარაძე ისეთი პოპულარული იყო, რომ მინდიამ, როგორც ჩემმა ორეულმა, რამდენიმე კონცერტიც გამართა აჭარაში – ოღონდ იმას ერქვა M-SHOW. ასეთი ამბავი მოხდა ჩემს და ქართული შოუბიზნესის ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ. ხოდა ამაზე გიჟური და ამაზე ემოციური რამე უბრალოდ მე არ ვიცი აფიშაზე მე არ ვარ – მინდიაა

ასევე დაგაინტერესებთ