ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სოიოს ფასი გლობალურ ბაზარზე სამწლიან მინიმუმამდე დაეცა

მოთხოვნის შემცირებისა და გლობალური მიწოდების სიჭარბის გამო, სოიოს ფიუჩერსები ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა.
ორშაბათს ვაჭრობისას ჩიკაგოს ბირჟაზე სოიოს ფიუჩერსი 0,5%-ით დაეცა და ერთ ბუშელზე 11,83 დოლარი შეადგინა.
Trading Economics წერს, რომ ბაზრის მონაწილეები ჩინეთში ღორების რაოდენობის შემცირებით შეშფოთებულნი არიან, რადგან ის სოიოს უმსხვილესი იმპორტიორია. შედეგად, გასულ კვირას აშშ-დან სოიოს ექსპორტი 165,8 ათას ტონამდე დაეცა, რაც მაისის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.