სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, ვესლი სნეიდერი უკმაყოფილო დარჩა „არსენალისა“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩით და შესვენებაზე Ziggo Sport-ის ეთერში შემდეგი განაცხადა:
„35-ე წუთზე ვთქვი, რომ უეფა უნდა ჩაერიოს. ლონდონში უნდა დაერეკათ და უბრალოდ ორივე გუნდი მოედნიდან გაეყვანათ. ფინალი „ბაიერნსა“ და პსჟ-ს შორის ჩატარდება. ვიცოდით, ასეც მოხდებოდა. „ატლეტიკო“ დიდი ძალებით იცავს თავს, „არსენალი“ კი უმეტესად ბურთს ფლობს.
კიდევ ერთხელ გადავხედე შემადგენლობას და მივხვდი, არტეტა უკვე იმსახურებს ძეგლის დადგმას. მას არ ჰყავს ტოპ-ფეხბურთელები, მაინც აიძულებს მეტოქეს დაცვიდან ითამაშოს და ეს შთამბეჭდავია. გამიხარდა, როდესაც გოლი გაიტანეს“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.