"არსენალი" ფინალშია - ვინ იქნება ლონდონელთა მეტოქე?
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკო“ 1:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 2:1 მოუგო და 20 წლის შემდეგ პირველად გავიდა ფინალში.
ფინალში „არსენალის“ მეტოქე დღეს „ბაიერნისა“ და პსჟ-ს დაპირისპირებაში გაირკვევა.
ლონდონი. „ემირეითსი“
არსენალი - ატლეტიკო 1:0
გოლი: საკა (44)
- საკამ ტურნირის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე სეზონში გაიტანა.
- "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში პირველად ჩაატარა 14 მატჩი წაუგებლად - 11 მოგება და 3 ფრე.
- სამი წლის შემდეგ პირველად ფინალში პრემიერლიგის გუნდი ითამაშებს.
- "ატლეტიკოს" ბოლო 5 სეზონში არცერთი ტურნირი არ მოუგია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.