არქივი5 იანვარი, 2024, 09:44
სლოვაკეთმა უკრაინას 203 400-მდე ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა
უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთმა უკრაინას 203 492 ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი გადასცა. დახმარება მოიცავს ელექტროსადგურებს, გამათბობლებს, ტანსაცმელს, პირველადი დახმარების კომპლექტს, საკვებსა და სასმელ წყალს.
როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა აღნიშნა, სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინის არასამხედრო მხარდაჭერას.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.