სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება

სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება ლოზუნგით, „სლოვაკეთი – ევროპაა“. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ აქციების ორგანიზატორი ინიციატივა „მშვიდობა უკრაინაში“ და ოპოზიციური პარტიები არიან.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქალაქში კონტრაქციებიც არის დაანონსებული, ლოზუნგით „სლოვაკეთი – უკრაინა არ არის“. დედაქალაქ ბრატისლავაში ასეთი კონტრაქციას 40-მდე ადამიანი დაესწრო.
რამდენიმე დღის წინ რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ასევე „ექსპერტთა საიდუმლო ჯგუფის“ მონაწილეობით.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.