ბაჩიაშვილს ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით გადაწყვიტა დააფინანსოს საქართველოს წინააღმდეგ აქციები

ჯერ ერთი მან უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს, იმიტომ, რომ აქ უკვე ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა.
„გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებს აფინანსებს.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში ედება ბრალი და როგორც ჩანს, ამ ფულით გადაწყვიტა მან ივანიშვილის, მმართველი გუნდისა და საქართველოს წინააღმდეგ აქციები დააფინანსოს.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარედან საპროტესტო აქციებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.
„რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, თუმცა, იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ, რომ ვიცით, გარედან არამხოლოდ სხვა სახის, არამედ ძალიან დიდი თანხობრივი რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ თითქოს იქ თვითორგანიზებით დადიან.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები