არქივი15 მაისი, 2024, 16:13
კახა კალაძე - შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მომხდარით შეძრწუნებულია.
„შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო. რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, სლოვაკ ხალხს კი მშვიდობას!“, - წერს კალაძე.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს დღეს ესროლეს. სლოკვაკეთის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.