დროა ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ, ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთან საუბარში განაცხადა.
ბესენტის განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს ირანის ეკონომიკის დახრჩობას იმ ქვეყნების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებით, ვინც “ნებისმიერი სახის სამაშველო რგოლს” აწვდიან თეირანს.
ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ თავის მაკავშირებს ეტყვის “ან ჩვენთან ხართ ან ჩვენს წინააღმდეგ”.
“თუ აპირებთ [ირანთან] საქმიანი ურთიერთობების ქონას, ფულის გადარიცხვას, მათი ნავთობის შეძენას ან საზღვაო გზით გემებით გადაზიდვას, მაშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი და აშშ-ის მთავრობა… მთელ ძალას გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ [ზომების] აღსრულებისთვის… დროა ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენ ვაპირებთ ამ მკვლელი რეჟიმის ეკონომიკის განადგურებას,” – განაცხადა ბესენტმა.




