სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის შემდგომი სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბესენტის თქმით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.
„მე ამას განვიხილავ. ვნახოთ, სად წავა სამშვიდობო მოლაპარაკებები“, – განაცხადა ბესენტმა სენატის საბანკო კომიტეტის მოსმენაზე.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობ კომპანიების, „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ხელი შეუწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის დაბრუნებას.
კითხვაზე, რა როლს ასრულებს დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ომის დასრულებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, ბესენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ის მოლაპარაკებებში ჩართულია, როგორც სპეციალური წარმომადგენელი და თანამოსაუბრე.
„დემოკრატმა” სენატორმა ენდი კიმმა განაცხადა, რომ ტრამპის ოჯახის წევრების ჩართულობამ, რომლებსაც ოფიციალური თანამდებობები არ უკავიათ, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო