პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინპინი - ჩინეთი მზადაა ესპანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ითანამშრომლოს

სი ძინპინი - ჩინეთი მზადაა ესპანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ითანამშრომლოს

ჩინეთი მზადაა ესპანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ითანამშრომლოს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მსოფლიოს მშვიდობისა და განვითარების ერთგული მეტი კონსტრუქციული ძალა სჭირდება. ჩინეთი მზადაა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ესპანეთთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთსა და ესპანეთს შორის „კავშირები სტრატეგიულად სტაბილური, დინამიური და გლობალურად გავლენიანი იქნება“.
ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს განცხადებით, „ესპანეთსა და ჩინეთს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა“.
„ესპანეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ორივე ქვეყნის ხალხისთვის სასარგებლოა და ჩვენი ქვეყნების მდიდარი ისტორიის შესაბამისია“, - აღნიშნა ესპანეთის მეფემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.