მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას
გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და აშშ-ის მხრიდან, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო განცხადებები შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ.
„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. წინა ადმინისტრაცია უკიდურესად აგრესიული იყო ქართველი ხალხისა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეჩერებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ.
ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. კიდევ ერთხელ, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და რომ აშშ-ის მხრიდან, ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია