ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სი ძინპინი - უკრაინის კრიზისი გრძელდება, საომარი მოქმედებების გაფართოება და ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ

სი ძინპინი - უკრაინის კრიზისი გრძელდება, საომარი მოქმედებების გაფართოება და ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ

უკრაინის კრიზისი გრძელდება, საომარი მოქმედებების გაფართოება და ესკალაცია თავიდან უნდა ავიცილოთ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინის კრიზისი გრძელდება. ჩვენ სამი პრინციპი უნდა დავიცვათ: თავიდან უნდა ავიცილოთ საომარი მოქმედებების გაფართოება, ესკალაცია და მოქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა სი ძინპინმა.
მისივე თქმით, ჩინეთმა, ბრაზილიამ და გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა „მშვიდობის მეგობრების“ ჯგუფი შექმნეს, რომელიც მშვიდობის მხარდამჭერ ხმებს აერთიანებს.
„ეს მნიშვნელოვანია კონფლიქტის გაფართოების, მესამე მხარეზე გავრცელების, საომარი მოქმედებების ესკალაციისა და ცეცხლზე ნავთის დასხმის თავიდან აცილების პრინციპებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.