უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.
ნიკოლენკოს ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს დასწრების გამო.
„უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გასამართ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.