სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ

სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ
სიცრუე და სიძულვილი არის ორი მთავარი იარაღი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევა საქართველოსთვის.
„ეს არ არის მხოლოდ მათ მიერ მოგონილი მეთოდები, ძალიან აქტიურად გამოიყენება
ბრძოლის ეს ფორმები ჩვენს ქვეყანაში, რაც არის გამოწვევა არა მხოლოდ სუბიექტურად ჩვენთვის, არამედ ერთ-ერთი ეროვნული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა მედიის სფეროში, მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი, ნებისმიერი ტყუილი შეგიძლია გაავრცელო, ნებისმიერი დეზინფორმაცია შეგიძლია გაავრცელო საქართველოში.
რა თქმა უნდა, ეს ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ხშირად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ტყუვდება ხოლმე ასეთი არასწორი ინფორმაციით. თუმცა, ჩვენ ასევე გვაქვს შექმნილი ჩვენი საკმაოდ კარგი PR-სამსახურები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ სიმართლე მიაწოდონ საზოგადოებას, ანუ ჩვენი ოპონენტების მიერ გავრცელებულ სიცრუეს ვუპირისპირებთ ხოლმე სიმართლეს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ გამოგონილი სიცრუით ხდება სიძულვილის გენერირება ქვეყანაში, თუმცა საბოლოო ჯამში, წარმატებას ისინი მაინც ვერ აღწევენ ხოლმე, ახერხებენ გარკვეული მოკლე პერიოდით ქვეყანაში ვითარების დაძაბვას, არჩევნებში გარკვეული წარმატების მიღწევას, მაგრამ ყოველ ჯერზე, საბოლოო ჯამში, გამარჯვება მაინც ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე. ჩვენ ამ წლების განმავლობაში უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სიცრუეს აქვს ძალა, მაგრამ სიმართლე მაინც ახერხებს ხოლმე გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე