გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას

გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას
გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.
„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები არ დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი