"სიცოცხლის ნიშნები არ შეინიშნება" - ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენი იპოვეს
ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე "სიცოცხლის ნიშნები" არ შეინიშნება.
გამოცემა Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ "პრეზიდენტი რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდნის შედეგად სრულად დაიწვა [...] სამწუხაროდ, ვშიშობთ, რომ ყველა მგზავრი დაიღუპა".
"ჩვენ ვხედავთ, რომ ჩამოვარდნის ადგილი და ვითარება კარგად არ გამოიყურება" - განუცხადა სამთავრობო მედიას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, "ჩამოვარდნის ადგილის აღმოჩენასთან ერთად, ვერტმფრენის მგზავრებს შორის სიცოცხლის ნიშნებს ვერ მივაგენით".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.