ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა დადგინდა

ირანის პრეზიდენტის ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა დადგინდა
ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, ჩამოვარდნილ ვერტმფრენის ბორტზე მყოფი კიდევ სამი პირის ვინაობა დადგინდა.
როგორც ირანული მედია წერს, პრეზიდენტთან ერთად თავრიზისკენ მიფრინავდა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი გენერალი მალეკ რაჰმათი, ასევე იმამი, რომელსაც თავრიზში პარასკევის ლოცვა უნდა აღესრულებინა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის დაცვის უფროსი სარდარ საიედ მეჰდი მუსავი და დაცვის რამდენიმე წევრი, ასევე ვერტმფრენის ეკიპაჟი.
მედიის ცნობით, რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი კაშხლის გახსნის ცერემონიიდან ბრუნდებოდა, რომელზეც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.