არქივი19 აგვისტო, 2024, 18:10
სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ
სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მაშველები ექვს ადამიანს ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი ბრიტანელი ბიზნესმენი, მაიკ ლინჩია. მაშველებმა ლინჩის მეუღლის, ანჯელა ბაკარესის გადარჩენა შეძლეს.
სულ, იახტის, Bayesian-ის ბორტზე, რომელიც შტორმის შედეგად ჩაიძირა, 12 სტუმარი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან იტალიის სანაპირო დაცვამ 15 გადაარჩინა.
მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ხოლო ექვსი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.