სიყვარული მაინც გაიმარჯვებს – ნანი ბრეგვაძემ დრეგ ბოლზე შეკრებილებს მიმართა

მომღერალმა მ “დრეგ ბოლზე” შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართა. ვიდეოს ონლაინ მედია “აპრილი” ავრცელებს:
“შობა-ახალ წელს გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. ვწუხვარ რომ მე ვერ ვესწრები ამ საღამოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მე მგონია, სიყვარული მაინც გაიმარჯვებს”.
ორგანიზატორების ცნობით, ნანი ბრეგვაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იმღერა დღევანდელ ღონისძიებაზე. 25 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში მას მალე გამოჯანმრთელება უსურვეს და მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა მათთან შესახვედრად.
ნანი ბრეგვაძის დრეგ ბოლზე გამოსვლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. “The Drag Ball: All Stars ბრუნდება! მას გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე“… – წერდნენ ღონისძიების ორგანიზატორები. ქართული ესტრადის ვარსკვლავი „LGBT აქტივისტების მხარდაჭერისთვის“ მაშინვე გააკრიტიკეს. სოციალურ ქსელში, ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებიც.
დრეგ ბოლი – ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული რასის, სქესისა თუ ორიენტაციის ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება ეძლევათ და მას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს.
საქართველოში დრეგ ბოლები ბოლო რამდენიმე წელია იმართება და მისი მხარდამჭერია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. დრეგ ბოლის სცენაზე წინა წლებში იმღერეს ქართველმა მომღერლებმა – მ და გიული ჩოხელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ – ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე