არქივი26 ნოემბერი, 2023, 08:53
"სიტის", "ჩელსის", "იუნაიტედისა" და "ნიუკასლის" სკაუტები ხვიჩას თამაშს დააკვირდნენ
90Min-ის ცნობით, "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან.
წამყვანმა ინგლისურმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან (1:3) მატჩზე საკუთარი სკაუტები გაუშვა, რათა ფეხბურთელს უშუალოდ სტადიონიდან დაკვირვებოდნენ.
მოგეხსენებათ, "კვარამ" აღნიშნულ შეხვედრაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ინგლისური გრანდების პოზიცია.
მომზადებულია 90Min-ის მიხედვით
კლასმა თავისი გაიტანა - საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.