“ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ…” – რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე

“ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ…” – რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ზე
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 7-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ “TST სპორტთან” ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. ლაშამ კომენტარი “ნაპოლის” ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია ბიჭი, რომელმაც მსოფლიოში შენს შემდეგ სპორტული კუთხით კიდევ უფრო მეტად გააცნო საქართველო?
– ძალიან სწორი კითხვაა, არ მქონია საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანის მიმართ დამიფიქსირებია. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, მისალოცი ესემესებით, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს პირადადაც გავიცნო. ბევრს არ
ვიტყვი, პირველ რიგში, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია, იმ ადამიანის ყველაფერი გამიხარდება, არა მარტო მე, ძალიან ბევრ ადამიანს. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.
ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი, საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ მინდა ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და + დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია საქართველოს ნაკრების გარდა სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც “ნაპოლის” თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ.
მინდა წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატებები ელის. ის თავის შრომით, თავმდაბლობით და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული იყოს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს.
ის მომენტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა ძალიან კარგად მახსოვს. „ხვიჩამ ნახე რა მაგრად ითამაშა“ – უხარიათ ადამიანებს. უხარიათ ადამიანებს ჩვენი წარმატებები და სპორტის არის ის რაღაც, რაც ამ ჩვენს მოსახლეობას ახარებს და მინდა, რომ ხვიჩასაც და თითოეულ სპორტსმენს ბევრი წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, სადაც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება და თავის სათქმელს იტყვის”, – განაცხადა ტალახაძემ.
TST სპორტი