სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – მონღოლეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები იმით, რომ არ დააპატიმრა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს II წინასასამართლო პალატამ დაადასტურა, რომ მონღოლეთმა დაარღვია თავისი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებები იმის გამო, რომ სასამართლოს ორდერის შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტი, არ დააპატიმრა, – ამის შესახებ პალატის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმის გამო, მონღოლეთმა ხელი შეუშალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელებაში და სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტი არ იძლევა დაპატიმრების ორდერის უგულებელყოფის საფუძველს.
„მონღოლეთის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის სერიოზულობის გათვალისწინებით, პალატამ საჭიროდ ჩათვალა საკითხის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეისთვის გადაცემა“, – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, პუტინის მონღოლეთში 3 სექტემბერს ჩავიდა და ეს იყო მისი პირველი ვიზიტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოში მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2023 წლის მარტში, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში მონაწილეობის გამო, მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც