კითხვაზე, წავა თუ არა ბრაზილიაში ჰააგის სასამართლოს მიერ მასზე გაცემული ორდერის გათვალისწინებით – რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“
„ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის?
ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს