პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია

“სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია

“სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების ინიციატივა პარლამენტში ინიცირებულია.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის - ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.