სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და ეს მოხდა აგვისტოს ომამდე – 2007 წლის აპრილის თვეში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მან საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.
„ასევე მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება „ფარას“ ამერიკული კანონი, რომელთან გადაწყვეტილებითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობეთ; „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად ფეიკ-ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველად ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან სარგებლის შეზღუდვას, „ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი, სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასწრულწოოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა