პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში – ერთი პირი მოკლულია და ერთი – დაჭრილი

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში – ერთი პირი მოკლულია და ერთი – დაჭრილი

მთავარი არხის ცნობით, კახეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია სავარაუდო თავდამსხმელი პირიც, ის სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა ახმეტაში წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და მკვლელიც სოფელ ქისტაურში ცხოვრობენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო. წინასწარი ვერსიით, თავდაპირველად რ.ლ.-ს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯ.კ.-ს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.