არქივი9 მაისი 2025, 17:44
მედია: მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორი პირი ორმოში ჩავარდა, ერთი დაიღუპა

მარნეულში საკანალიზაციო სისტემის მონტაჟისას ორმოში ორი პირი ჩავარდა, ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, მეორე პირი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოცემის თანახმად, ორივე პირი კომპანია China Group-ის თანამშრომელია.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.