ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაშა ბუღაძე: ხალხი ციხეში ზის რუსული კანონის გამო ...

"ხალხი ციხეში ზის რუსული კანონის გამო, მართლა ეგზისტენციალური საჭიროების მქონე ორგანიზაციებში მშრომელი ადამიანები ღირსეულად და პრინციპულად იცავენ თავიანთ პოზიციას, ქვეყანას ეროვნული და ისტორიული კურსი ეცვლება რუსული მარაზმისკენ და ამ დროს “არგუმენტების” დეკლალირება - არა ქართული, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ვართო, არაადეკვატური და ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლო საქციელია. რა მაგალითია ეს? მაშოკირებელი და უდროო! მით უმეტეს, საკონსტიტუციო სხდომების პარალელურად," - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.