ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნუცა ბუზალაძეს ბათუმში გამართულ კონცერტში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 510 ლარს გადაუხდიან

ნუცა ბუზალაძეს ბათუმში გამართულ კონცერტში მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 25 510 ლარს გადაუხდიან

ნუცა ბუზალაძეს ბათუმში გამართულ კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ბიუჯეტიდან  25 ათას 510 ლარს გადაუხდიან - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

„ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და 20 თეთრი], ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელზეც ნუცა ბუზალაძეს ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს აქვს მოწერილი.

შეგახსენებთ, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს.

„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ასე ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს. ბუზალაძემ კი პასუხად აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ "ფული აქვთ აღებული" - „სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – მიმართა ბუზალაძემ ხალხს.

ბუზალაძემ ახალციხეშიც გამართა საახალწლო კონცერტი რისთვისაც 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.