სირიის კონფლიქტი აშშ-ის საქმე არ უნდა იყოს – დონალდ ტრამპი

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის პოზიციის შესახებ სირიის კონფლიქტში აშშ-ის მონაწილეობის თაობაზე.
ტრამპმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში, როცა ამბოხებული ძალები ემუქრებიან ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. “სირიაში არეულობაა, მაგრამ ის არ არის ჩვენი მეგობარი და ის აშშ-ს საქმე არ უნდა იყოს. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. რაც იქნება იქნება, არ ჩაერიოთ!”- გაავრცელა თავისი მოსაზრება დონალდ ტრამპმა Truth Social-ის – თავისი სოციალური პლატფორმის საშუალებით.
7 დეკემბერს სირიაში მეამბოხეებმა, რომელთა სათავეში მყოფი ძალა, სხვათა შორის, აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი, გამოაცხადეს, რომ დაიკავეს ქალაქი სამხრეთის ქალაქი დარაა, სადაც 2011 წელს ასადის საწინააღმდეგო ამბოხება დაიწყო. დამასკი ამ ქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. საფრთხე შეექმნა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მთავრობას. ასადის ადგილსამყოფელი დაზუსტებით არაა ცნობილი. მეამბოხეებმა ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ქალაქები დაიკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ