დონალდ ტრამპი კითხვაზე შემცირდება თუ არა უკრაინის დახმარება – ალბათ, რა თქმა უნდა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას შეიძლება აშშ-ის დახმარება შეუმცირდეს მას შემდეგ, რაც ის ფიცს დადებს.
დონალდ ტრამპმა შესაბამისი განცხადება NBC News-თან ინტერვიუში გააკეთა.
კერძოდ, კითხვაზე, უნდა მოემზადოს თუ არა უკრაინა შეერთებული შტატების მხრიდან ნაკლები დახმარებისთვის თქვენი ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ჰო. ალბათ. რა თქმა უნდა“.
ამასთან, ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის 24 საათში დასრულების პირობა დადო, მან უპასუხა: „ვცდილობ“.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის.
„ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ შორის არის პატარა რამ, რომელსაც ოკეანე ჰქვია”, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ