ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ - ისრაელის საჰაერო თავდასხმას სირიაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, წუხელ ისრაელის მიერ ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
სირიის სახელმწიფო მედია სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე ობიექტები იყო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
წყაროს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და გარკვეული მატერიალური ზიანი გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.