ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიაში სავარაუდოდ ისრაელის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა ირანელი ოფიცერი

სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად, სავარაუდოდ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად, მოკლულია ირანის სამხედრო ოფიცერი.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრი, საიდ აბიარი, ერთ-ერთი იყო იმ 17 ადამიანიდან, რომლებიც 3 ივნისს განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო Tasmin-ი იტყობინებოდა.
არც გუშაგთა კორპუსს, არც ირანის მთავრობას არ გაუკეთებია მომხდარზე კომენტარი.
ამავე დროს, 4 ივნისს სირიაში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალი ბაქარი კანი. სირია მეორე ქვეყანაა, რომელსაც ის სტუმრობს თავისი რეგიონული ტურნეს ფარგლებში. გუშინ ის ლიბანში იმყოფებოდა.
აბიარი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პირველი ოფიცერია, რომელიც მოკვდა მას შემდეგ, რაც 1 აპრილს ისრაელმა სარაკეტო იერიში განახორციელა დამასკში ირანის საელჩოს ტერიტორიაზე. იმ იერიშს ემსხვერპლა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი, მათ შორის ორი გენერალი. ამ იერიშის შემდეგ ისლამური რესპუბლიკა დაიმუქრა, რომ ის პასუხს გასცემს მის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.