არქივი28 აგვისტო, 2024, 14:26
სირია-ლიბანის საზღვარზე ისრაელის იერიშს „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ოთხი წევრი ემსხვერპლა
სირია-ლიბანის საზღვარზე ისრაელის იერიშს „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ოთხი წევრი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა დრონის გამოყენებით მაშინ განახორციელა, როცა „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრები ავტომობილით ლიბანის საზღვართან ახლოს სირიის საგუშაგოს კვეთდნენ.
თავდასხმისას ავტომობილში „ჰეზბოლას“ ერთი და „ისლამური ჯიჰადის“ სამი წევრი იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.