ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიაში 700-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ალავიტების რელიგიურ უმცირეობას მიეკუთვნებოდნენ

სირიაში 700-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ალავიტების რელიგიურ უმცირეობას მიეკუთვნებოდნენ

ბოლო ორი დღის განმავლობაში სირიის უსაფრთხოების ძალებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია (SOHR) იუწყება.
ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 745 ადამიანია მოკლული, რომლებიც ალავიტების რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. მოკლულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამი აბდულრაჰმანის თქმით, მომხდარი 13-წლიან სამოქალაქო ომში ყველაზე საშინელი ძალადობაა.
სირიის ობსერვატორიის ცნობითვე, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის სირიის მთავრობასთან დაკავშირებული 125 მებრძოლი და ასადის მხარდამჭერი 148 პირი.
სირიის ახალი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ისინი გადაყენებული პრეზიდედნტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს ებრძვიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.