ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

მედია - სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ბრიტანეთში დაფუძნებული "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.
BBC-ი წერს, რომ "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.