ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალხით გადატვირთულ ბაზარში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აზაზში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.
ამ დროისთვის, უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა ქალაქში, რომელსაც მართავენ პროთურქი გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვიან.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.